LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ატლეტიკო ისევ ფინალშია: მადრიდელების 9-წლიანი რეჟიმი გრძელდება

90

მადრიდის „ატლეტიკო“ ისევ ევროთასების ფინალშია. მერამდენედ?!

„ატლეტიკომ“ ევროპის ლიგის ნახევარფინალში ლონდონის „არსენალი“ გაიარა (1:0) და მორიგ ევროპულ ტროფეის მიუახლოვდა.

მოკლედ, ევროთასების ნადირები არიან.

 

ბოლო 9 წლის განმავლობაში მადრიდელები ევროთასების ფინალში მეხუთედ გადიან;

დიეგო სიმეონემ „ატლეტიკოს“ მწვრთნელობისას ევროთასებზე 50-ე მატჩი მოიგო (80-დან);

„ატლეტიკო“ ახალ სახლში, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ 12 მატჩია გოლს არ უშვებს – იანვრიდან მოყოლებული, როდესაც 1:1 ითამაშა „ჟირონასთან“;

სიმეონეს ხელში „ატლეტიკომ“ 38 საშინაო ევრომატჩი ითამაშა (30 მოგება, 5 ფრე, 3 წაგება), აქედან 26 შეხვედრაში გუნდს გოლი არ გაუშვია.

„ატლეტიკოს“ მეკარე იან ობლაკმა ბოლო სამ სეზონში მე-80 მატჩი ჩაატარა მშრალად. ამ მაჩვენებლით სლოვენიელი ტოპ-5 ჩემპიონატში ერთპიროვნული ლიდერია.
მეორეზეა ჯიჯი ბუფონი (60 მშრალი მატჩი). ხუთეულში შედიან: დავიდ დე ხეა (56), ხოსე რეინა (53), მანუელ ნოიერი (51).

 

აი „ატლეტიკოს“ ბოლო 9-წლიანი რეჟიმის 5 ფინალი:

09/10 – ევროპალიგა (გამარჯვება)
11/12 – ევროპალიგა (გამარჯვება)
13/14 – ჩემპიონთა ლიგა (დამარცხება)
15/16 – ჩემპიონთა ლიგა (დამარცხება)
17/18 – ევროპალიგა (?)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები