LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ატლეტიკო უხეში არ არის: დისციპლინის მოყვარული მადრიდელები

48

მიუნხენის ”ბაიერნი” ერთნახევარჯერ მეტჯერ ჯარიმდებოდა, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის თითქოსდა ყველაზე ბინძური გუნდი.
გაგიკვირდებათ და დიეგო სიმეონეს ”ატლეტიკო” ფაქტობრივად დისციპლინურობის ეტალონია.

ორი ნახევარფინალური მატჩის შედეგად ”ატლეტიკო” 15-ჯერ დაჯარიმდა, მაშინ, როდესაც ”ბაიერნმა” 25 ჯარიმა აიკიდა. მადრიდელებმა ორი ყვითელი ბარათი მიიღეს, მიუნხენელებმა – ხუთი.
საშუალოდ ”ატლეტიკომ” მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში 11,6 ჯარიმა მიიღო თითო თამაშში. ამ მაჩვენებლით მადრიდელები მე-20 ადგილს იკავებენ 32 გუნდს შორის. ყველაზე მეტი ჯარიმა კიევის ”დინამოზე” მოდის (16,6 მატჩში), ყველაზე ცოტა ცსკა-ს აქვს (8,3).
12 მატჩში მადრიდელებმა 21 ყვითელი ბარათი მიიღეს (1,75 მატჩში). უფრო ნაკლები მხოლოდ ”ბაიერნს” (1,67), ცსკა-ს (1,67), ”რომას” (1,25) და ”სევილიას” (1,17) აქვთ. ყველაზე არადისციპლინირებული ”ზენიტია” (3,27).

 

მას შემდეგ, რაც ”ატლეტიკომ” ”ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგიდან გააგდო, ითქვა, რომ კარჩაკეტილმა და უხეშმა ანტიფეხბურთმა აჯობა ფეხბურთს, რომ თითქოს ”ატლეტიკო” ჯარიმებით და სხვა ხერხებით ცდილობდა ფონს გასვლას. სწორედ ამის საპასუხოდ გამოქვეყნდა ზემოხსენებული სტატისტიკა. დანარჩენი გულშემატკივრების გემოვნების ამბავია, ვინ რომელ პოზიციას იზიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები