LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ატმის ექსპორტი, გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა

69

მიმდინარე წლის 28 ივნისის მონაცემებით, საქართველოდან 1,608.6 ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 1,537.58 ტონით (22-ჯერ) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულება, 28 ივნისის მდგომარეობით, 850.1 ათასი აშშ დოლარს შეადგენს. ატმის საბითუმო ფასი 50-დან 70 თეთრამდე მერყეობს.

ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (60.7%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (24.3%), სომხეთის რესპუბლიკაში (13.7%), ასევე ყაზახეთსა და კატარში ხორციელდება.

ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში ფუნქციონირებს საორგანიზაციო შტაბი. შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.

ცნობისთვის, 2017 წლის სეზონზე ექსპორტირებული ატმის საერთო რაოდენობამ 10.9 ათასი ტონა, ხოლო საერთო ღირებულებამ 4.2 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა. 2016 წელს ექსპორტის მაჩვენებელი 5.8 ათას ტონას, ხოლო ექსპორტის მთლიანი ღირებულება 2.8 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები