LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ატრაქციონი ჰაერში გატყდა: გარდაცვლილია ერთი, დაშავებულია უამრავი ბავშვი (ვიდეო)

185

ოჰაიოს გასართობ პარკში, ატრაქციონი სახელად “ცეცხლის ბურთი” ჰაერში გატყდა. შემთხვევის დროს ატრაქციონი სავსე იყო მოზარდებით.

უბედური შემთხვევის შედეგად, 18 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ბიჭი ატრაქციონის იმ ნაწილში იჯდა, რომელიც მთლიან კონსტრუქციას მოტყდა.

დაშავებულია 7 ადამიანი, მათ შორის ერთი 13 წლის ბავშვია. დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.

ინტერნეტსივრცეში, შემთხვევის დროს გადაღებული ვიდეოც ვრცელდება, სადაც ჩანს, როგორც ვარდება ხალხით სავსე ატრაქციონის ნაწილი მიწაზე.

რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა უცნობია და მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები