LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აუცილებლად დაფარეთ ეტლი!” – რა უნდა ვიცოდეთ, სანამ ბავშვს სასეირნოდ გავიყვანთ

48

ბავშვი გამონაბოლქვით მოწამვლისგან რომ დაიცვან, დედებმა სეირნობისას ეტლი უნდა დაფარონ, სპეციალისტების რეკომენდაციას The Sun ავრცელებს.

მეცნიერების თქმით, ყველაზე მეტი მომწამვლელი ნივთიერება ეტლში შედის მაშინ, როდესაც მშობლები ავტობუსის გაჩერებასთან, ან შუქნიშანთან დგანან, რათა გზა გადაკვეთონ.

მკვლევარებმა 64 ეტლში დააყენეს დეტექტორი. გაირკვა, რომ დილით 47%-ით მეტად არის ჰაერი დაბინძურებული, ვიდრე შუადღისას.

„წინა კვლევებმა აჩვენა, რომ პატარა ბავშვები მეტად მგრძნობიარეები არიან ჰაერის დაბინძურების მხრივ, ვიდრე მოზრდილები, რადგან მათი ორგანიზმი ახლა ვითარდება და სხეულის წონაც მცირეა,“ – ამბობს წამყვანი მკვლევარი, ექიმი ფრაშანთ კუმარი.
მისი თქმით, ტრანსპორტით გადატვირთულ ქუჩაში სეირნობისას იზრდება რისკი, რომ ბავშვები შეისუნთქავენ მავნე ქიმიურ ნივთიერებებს, როგორიცაა რკინა, ალუმინი… ეს ყველაფერი კი ბავშვის ორგანიზმში  სერიოზულ ზიანს გამოიწვევს.

„ერთ-ერთი ყველაზე მარივი გზა რისკის შესამცირებლად არის გამოვიყენოთ ბარიერად რაიმე საფარი, გამონაბოლქვსა და ბავშვს შორის.  თუ არის საშუალება, აუცილებლად დაფარეთ ეტლი,“ – ამბობს მეცნიერი.

კუმარის განცხადებით, პარტნიორებთან ერთად მისი გუნდი მუშაობს ინოვაციურ მეთოდებზე, რათა შესაძლებელი იყოს, გამონაბოლქვისგან გაიწმინდოს ჰაერი ბავშვის გარშემო, ეტლში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 5 წლამდე 570,000 ბავშვი იღუპება ყოველწლიურად რესპირატორული ინფექციებით, მიზეზი კი, უმეტესად, ჰაერის დაბინძურებაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები