LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აუცილებლად მოგიყვან ცოლად, უკიდურეს შემთხვევაში, დაგირეკავ“ – ადრიანო ჩელენტანოს დასამახსოვრებელი ფრაზები

ჩაიცვი ჩემი ქურთუკი… ახლა კი, უკან დამიბრუნე, ლოყებზე შემორტყმითაც კარგად გაგათბობ“ – ფილმში „გრანდ-ჰოტელ „ექსელსიორი“, ჩელენტანომ ისევ თავხედის როლი შეასრულა, რომლის გულისთვის ქალები ნებისმიერ უგუნურობაზე მიდიან. მსახიობი არ ჩამორჩა საკუთარ პერსონაჟს და ამაყად განაცხადა: „არ შემიძლია არ დავეთანხმო ქალებს, რომლებიც თვლიან რომ საშინლად სიმპათიური ვარ. რა თქმა უნდა, მე ბრუტალური მამაკაცი ვარ, თუმცა იმიჯის შესანარჩუნებლად განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. უბრალოდ, ბევრს ვსეირნობ და ძალიან ცოტას ვჭამ“.

„ძალიან ამპარტავანი და გათამამებული ხარ, თუმცა როცა დავქორწინდებით, მე შევძლებ შენს თავიდან აღზრდას“ – ფილმი „უზომოდ შეყვარებული“ დიდი ხანია ციტატებად დაიშალა, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ჩელენტანოს არავის აღზრდა არ უცდია. კლაუდია მორიმ ქორწინების შემდეგ თავად თქვა უარი კინოკარიერაზე და სამი შვილის დედამ მთელი თავისი ცხოვრება მეუღლესა და ოჯახს დაუთმო. „ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს, რატომ გავყევი სწორედ მას ცოლად“ – აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში კლაუდიამ, – „ალბათ იმიტომ რომ ჩელენტანოზე საინტერესო არც გათხოვებამდე მინახავს არაფერი და ვერც ახლა ვხედავ“.

„ძალიან კარგი წყვილი ვიქნებით: შენ მშვენიერი ხარ, მე კიდევ უკეთესი!“ – ციტატამ გაგრძელება მსახიობის პირად ცხოვრებაში ნახა, როცა ჩელენტანო-მორის წყვილი ჯერ კიდევ ქორწინებამდე „ყველაზე ლამაზ იტალიურ წყვილად დასახელდა“. სხვათაშორის, პაპარაცებისგან თავის დასაღწევად, წყვილმა ჯვრისწერის ცერემონია გვიან ღამით გამართა, „რა თქმა უნდა, ღამის სამ საათზე დაქორწინება არანორმალურია, მაგრამ ძალიან საინტერესო“, – აღნიშნა მსახიობმა.

„- არ შემიძლია სექსი ქალთან, რომელიც არ მიყვარს“– რამდენი ქალი გიყვარდა?“ „- არცერთი“…  – სინამდვილეში, ჩელენტანოს ცხოვრებაში სიყვარულის გარეშე არაფერი ხდება და მართალია, ფილმის „ჭირვეულის მორჯულება“ სერიოზულად იყო გატაცებული პარტნიორით – მშვენიერი ორნელა მუტით, პრესა კი, ამტკიცებდა, რომ მსახიობებს რომანი ჰქონდათ, მაგრამ ჩელენტანომ კატეგორიულად განაცხადა, რომ არ არსებობს ქალი, რომლის გულისთვისაც ცოლს უღალატებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები