LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუდიტის სამსახური: ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა

40

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ადასტურებს, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.აუდიტის სამსახურის ცნობით, იმუნიზაციის პროგრამის  მნიშვნელობიდან გამომდინარე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს მომართვის საფუძველზე, აუდიტის სამსახურმა,  სამინისტროს სამუშაო ჯგუფთან ერთად, დაჩქარებულ რეჟიმში   შეისწავლა  ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის   უსაფრთხოებასთან დაკავშირებული  საკითხი.

„საერთაშორისო აუდიტორული პრაქტიკის შესაბამისად და გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა  8 იანვარს გამოაქვეყნა 2018 წლის აუდიტორული საქმიანობის გეგმა, რომელშიც განისაზღვრა  მიმდინარე წლის აუდიტორული საქმიანობის პრიორიტეტები.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ  აუდიტორული საქმიანობის   გეგმაზე თანდართული განმარტებები არ წარმოადგენს უკვე შესწავლილი  ფაქტების ამსახველ დოკუმენტს.

სამინისტროს მიერ წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებებისა და არგუმენტების საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ადასტურებს, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

აუდიტის სამსახურის თქმით, 8 იანვარს გამოაქვეყნა 2018 წლის აუდიტორული საქმიანობის გეგმა, რომელშიც განისაზღვრა მიმდინარე წლის აუდიტორული საქმიანობის პრიორიტეტები და აუდიტორული საქმიანობის გეგმაზე თანდართული განმარტებები უკვე შესწავლილი ფაქტების ამსახველ დოკუმენტს არ წარმოადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები