LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუდიტის სამსახური:სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამას ეჭვის ქვეშ არ ვაყენებთ

354

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამას, მათ შორის  ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინიის ნაწილში – ამის შესახებ ​სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წინასწარი მოკვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ გასცა რეკომენდაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის გარკვეული სერიის წარმოების შეჩერების შესახებ.

ეს ფაქტი გახდა ერთ-ერთი მოტივი აუდიტის სამსახურისთვის, იმუნიზაციის პროგრამის შესაბამისობის აუდიტი  შეგვეტანა 2018 წლის აუდიტორულ გეგმაში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა  დეტალურად შეესწავლა ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა.

2018 წლის აუდიტის გეგმის გამოქვეყნების შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სამინისტროს შორის შედგა სამუშაო შეხვედრა, სადაც სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი იქნა სხვადასხვა არგუმენტები და მტკიცებულებები, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ხარისხის შესახებ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამას, მათ შორის  ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინიის ნაწილში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში უარყოფენ, რომ ცოფის სახიფათო ვაქცინა გამოიყენეს.ამ განცხადების გამოქვეყნებამდე აუდიტის სამსახური ვარაუდობდა, რომ იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინები გამოიყენეს.