LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აუხირდნენ, ბიჭო, წითელი კურტკა რატომ გაცვიაო“ – პოეტი შოთა იათაშვილი რატიანის დაკავებაზე

173

პოეტ ზვიად რატიანის დაკავებას მისი მეგობარი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

პოეტი შოთა იათაშვილი ფეისბუკში წერს:

„ჩემთან იყო გუშინ. იკიც ამოვიდა ცოტა ხანი, მერე გიო ძამუკაშვილი და მაგის ბიჭი ამოვიდნენ ორი გიტარით და უკრავდნენ და მღეროდნენ. და რითი დამთავრებულა? ტანსაცმელზე აუხირდნენო, ეგეთი ხმა გამოდის, ბიჭო, წითელი კურტკა რატომ გაცვიაო. მეც წითელი კურტკა მაქვს, ისე. წინა დღეს ვხალისობდით მაგაზე.“

 

https://www.facebook.com/shota.iatashvili/posts/10214526008762199?pnref=story

 

ადვოკატი ვარაუდობს, რომ პოეტს სამართალდამცველებმა დაკავების შემდეგ სხეულზე დაზიანებები მიაყენეს.  ზვიად რატიანს, ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში სამედიცინო შემოწმება უტარდება. ადგილზე იმყოფებიან ადვოკატი და ექიმები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები