LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუქციონზე 25 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

41

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.

”მოთხოვნამ შეადგინა 53 520 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.200 %-ით, მაქსიმალური 9.530%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი – 9.370%-ით განისაზღვრა. კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 9.375% შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ 6 თვეში”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები