LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

64

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე, დღეს, 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 52 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.400 პროცენტით, მაქსიმალური 7.450 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.431 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 7.375 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები