LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

43

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საქველოქმედო კონცერტი გაიმართება.

საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი ქართველი  საოპერო მომღერლები: ზურაბ სოტკილავა, მაყვალა ქასრაშვილი, თამარ ივერი, ნინო სურგულაძე, ნინო მაჩაიძე, ქეთევან ქემოკლიძე, გიორგი გაგნიძე, შალვა მუქერია და  პიანისტი – დავით ალადაშვილი. კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება აუტიზმის მქონე მოზარდებისთვის სასწავლო-სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას.

ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს,  თბილისის მერიის მხარდაჭერითა და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მშობლების ორგანიზებით იმართება.

საქველმოქმედო კონცერტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით. გენერალური სპონსორები არიან კომპანია „Gulf”, კომპანია NCC“. საინფორმაციო მხარდამჭერია ტელეკომპანია „რუსთავი- 2“  და რადიო „ფორტუნა“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები