LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდი”  აუტიზმის ეროვნული ცენტრის პროექტის პრეზენტაციას მართავს

373

“აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდი”  აუტიზმის ეროვნული ცენტრის პროექტის პრეზენტაციას მართავს, სადაც ფონდის საქმიანობის მხადარდამჭერი მედიასაშუალებები –  „რუსთავი 2“, „ ტელეკომპანია იმედი“,  „ტვ პირველი“, „ტაბულა“ და „რადიო ფორტუნა“, დაჯილდოვდებიან.

ასევე, დაგეგმილია ფონდის მხარდამჭერი ორგანიზაციების და ცალკეული, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების დაჯილდოვება მადლობის სიგელით.

საღამოს დაესწრებიან ფონდის მხარდამჭერი ისეთი ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორებიცაა: ქ.თბილისის მერია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კომპანია „ერნსტ ენდ იანგი“ , „ანაგი“; „NCC’;  “ვინოტელი“ და ა.შ.

ასევე, ცნობილი მუსიკოსები და ხელოვანები: თამარ ივერი, ნინო სურგულაძე, დავით ალადაშვილი, ზაალ ჩიქობავა, გოგი ალექსი-მესხიშვილი, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე და ა.შ.

ღონისძიება  მიმდინარე წლის 27 თებერვალს, 18.00 საათზე, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები