LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია გელათის მონასტერთან – დაშავებულია ექსკურსიაზე მყოფი ორი ბავშვი

90

გელათის მონასტერთან სატვირთო ავტომობილი სამარშრუტო ტაქსს დაეჯახა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. ისინი გელათის მონასტერში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვანი მსუბუქად დაშავდა, საქმე 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები