LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია გლდანში: ავტომობილი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა

319

თბილისში, გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.  ავტომობილი გზიდან გადავიდა, გარეგანათების ბოძს შეეჯახა და ამობრუნდა.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევაში მხოლოდ ერთი ავტომობილი ფიგურირებს. ავარიის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 267-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისა და ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები