LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია გორში: მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მძღოლი მიიმალა

77

გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ქალაქის შესასვლელთან მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.

მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები