LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია გურიაში – დაშავებულია 3 ადამიანი

140

ავტოსაგზაო შემთხვევა გურიაში – ბათუმის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა სოფელ წყალწმინდასთან გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა.

ავტომანქანა, სავარაუდოდ, ნაწვიმარ გზაზე მოცურდა და მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო.

მანქანაში 3 მგზავრი იმყოფებოდა, სხეულის სხვადასხვა დაზიანებით ისინი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, ერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები