LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე – დაშავებულია 3 ადამიანი

120

ქუთაისი- წყალტუბოს გზაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სამარშუტო ტაქსი შეეჯახა. დაშავდა სამი ადამიანი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულების ნაწილს დახმარება ადგილზე გაეწია, ხოლო ორი მათგანი ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი.

თვითმხილველების ინფორმაციით, ორივე ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა.

შსს ინფორმაციით,  გამოძიება 276-ე  მუხლით მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები