LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია რიკოთზე – დაშავებულია 5 ადამიანი

303

რიკოთის უღელტეხილზე რამდენიმე წუთის წინ „ლადას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი სატვირთო მანქანას შეეჯახა. ავტომობილს რუსული სანომრე ნიშნები აქვს. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, ავარიის შედეგად სხეულის დაზიანება  ხუთმა ადამიანმა მიიღო.

ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო არ ასახავს რეალობას
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები