LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია თელავში – დაშავებულია ერთი ადამიანი

49

თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში პიკაპის ტიპის ავტომობილი ხევში გადავარდა, ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. თვითმხილველების თქმით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც ხევში გადავარდა. დაშავებული  რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მედიკოსების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მძღოლი პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესაბამისი მუხლით დააჯარიმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები