LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია ვაზიანში – არის მსხვერპლი

75

ვაზიანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ბე-ემ-ვე”-ს მარკის ავტომანქანა გზაზე მდგარ სამ ქვეით მამაკაცს შეეჯახა, შემდეგ მოცურდა და ამოტრიალდა.

ორ დაშავებულს დახმარება ადგილზე გაეწია, ერთი ახალგაზრდა მამაკაცი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.

მომხდარზე საქმე სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი არ ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები