LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარიას თბილისში 15 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა

100

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში. დიდუბეში , თორნიკე ერისთავის ქუჩაზე ავტომობილი ხეს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად გარდაიცვალა 15 წლის გოგო,  6 კი დაშავდა.  მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს და გამოძიება სისხლის სამართლის ოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილკით მიმდინარეობს, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები