LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარიის შედეგად ქუთაისში ერთი მოზარდი გარდაიცვალა, ერთი დაშავდა

95

ქუთაისში ავტოავარიის შედეგად ერთი მოზარდი გარდაიცვალა, ერთი დაშავდა. შემთხვევა გელათის ქუჩაზე მოხდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 11 წლის იყო.

„ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, რომ მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა, საქმე 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით აღიძრა, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ან სიცოცხლის მოსპობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები