LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარიისას დაშავებული საქართველოს ერთი მოქალაქე ტრაპზონის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება

85

ტრაპზონში ავარიის შედეგად დაშავებული ერთი მამაკაცი საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა, რომელმაც დაშავებულები დღეს ტრაპზონში მოინახულა.

„მამაკაცის მდგომარეობა არის მძიმე, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება, რაც შეეხება მის მეუღლეს, უკვე ჩაუტარდა სახის ძვლების ოპერაცია და მისი მდგომარეობა ოპერაციის შემდგომი ეტაპის შესაბამისია. მესამე პაციენტი კი, მიუნიციპალურ საავადმყოფოშია, ქირურგიული ჩარევის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია,“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

რაც შეეხება პაციენტთა მკურნალობის ხარჯებს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საავადმყოფო შესაბამის დოკუმენტებს საკონსულოს მიაწვდის, რის შემდეგაც დაფინანსების მოგვარების საკითხზე იმსჯელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები