LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავჭალაში ცოლ-ქმრის გახმაურებული  მკვლელობისთვის წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს

49

შსს-მ ავჭალაში ცოლ-ქმრის გახმაურებული  მკვლელობისთვის წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავა.

ამის შესახებ განცხადება შსს-ში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

უწყების ცნობით, გამოძიება სსსკ-ის 109-ე და 236-ე მუხლით, დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პირს 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ელის.

გამოძიებამ დაადგინა, რომ  ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს  თბილისში, ზაჰესის დასახლებაში, ავჭალის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში,   ნაცნობს – 1951 წელს დაბადებულ  ..-სა და მის მეუღლეს – 1968 წელს დაბადებულ ..- ავტომატური ცეცხლსასროლი  იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენარის შედეგადაც ორივე  შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა,“ – განაცხადა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები