LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავჭალაში, მსოფლიო რაგბის ჩემპიონატის მატჩზე შუქი ჩაქრა (ვიდეო)

91

ავჭალის სტადიონზე – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩზე, ინგლისისა და უელსის შეხვედრის პირველი ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე, მოედნის განათება დროებით გაითიშა.

მოედნის განათების გათიშვის გამო, თამაში დროებით შეწყდა. ამან მაყურებლებში აჟიოტაჟი გამოიწვია. გულშემატკივრებმა მობილურის ფარნები ჩართეს.

განათების პრობლემა რამდენიმე წუთში გამოსწორდა და მატჩიც განახლდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩს პირდაპირ ეთერში 100-ზე მეტი სხვადასხვა არხი გადასცემდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები