LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავჭალის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

72

ავჭალის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, – ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია, დაახლოებით, ერთ ჰექტრამდე ფართობი.
”შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ავჭალის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამი სახანძრო–სამაშველო ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გავიდა. ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ ცეცხლი ბალახსა და ბუჩქნარს ეკიდა. შსს-ს მეხანძრე-მაშველების ეფექტური რეაგირების შედეგად, ხანძარი ლიკვიდირებულია.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია, დაახლოებით, ერთ ჰექტრამდე ფართობი”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები