LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავერსი ოლიმპიურ კომიტეტთან დადებულ მემორანდუმს განაახლებს

100

„ავერსის კლინიკაში“ საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ და „ავერსის კლინიკა“ განაახლებენ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან დადებულ მემორანდუმს. ღონისძიება 23 მაისს, 12.00 სთ-ზე გაიმართება.

როგორც ”ფორტუნას” ”ავერსიდან” აცნობეს, მემორანდუმის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ იღებს ვალდებულებას, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრებს და ვეტერან სპორტსმენებს უფასოდ გაუწიოს სამედიცინო მომსახურება „ავერსის“ კლინიკათა ქსელში და უფასოდ უზრუნველყოს მკურნალობისთვის საჭირო ყველა მედიკამენტით.

შეგახსენებთ, მემორანდუმი პირველად 2009 წლის 19 თებერვალს გაფორმდა. დღემდე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებმა ისარგებლეს 843 598 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურებით და მიიღეს 372 211 ლარის ღირებულების მედიკამენტები. ჯამური თანხა შეადგენს 1 215 809 ლარს.

მემორანდუმის თანახმად, სპორტსმენების ჯანმრთელობაზე ზრუნვა კომპანია „ავერსის“ პრიორიტეტი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები