LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავერსი ვაჟა ფშაველას გამზირზე მოდერნიზებულ აფთიაქს ხსნის

207

კომპანია „ავერსი“ სააფთიაქო ქსელს აფართოებს და დღეს ვაჟა ფშაველას გამზირზე მოდერნიზებულ აფთიაქს ხსნის.

როგორც ”ფორტუნას” „ავერსიდან” აცნობეს, ახალ აფთიაქში მომხმარებელს დახვდება მედიკამენტების ფართო ასორტიმენტი, უამრავი დასახელების სამკურნალო და დეკორატიული კოსმეტიკა, ბავშვის კვებისა და მოვლის საშუალებები და, რაც მთავარია, სასიამოვნო გარემო, გამოცდილი, მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტთა  გუნდი.

”აფთიაქის გახსნასთან დაკავშირებით იგეგმება აქცია, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: 13 სექტემბერს აფთიაქში შემოსულ მომხმარებელს გადაეცემა ავერსის სააფთიაქო ქსელში არსებული პროდუქცია საჩუქრად და აგრეთვე აფთიაქში მოსულ მომხმარებელს დახვდება სასიამოვნო გარემო და მრავალი სიურპრიზი”, – აცხადებენ ფარმაცევტულ კომპანიაში.

მათივე ცნობით, ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს „ავერსის“ აფთიაქებში ყოველგვარი პროდუქცია 25%-მდე ფასდაკლებით იყიდება. ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების შეძენა მომხმარებელს ყოველდღე 40%–მდე ფასდაკლებით შეუძლია, მტრედი–ბარათის ყოველდღე გატარებისას კი – დამატებითი ფასდაკლებით.

შეგახსენებთ, ”ავერსი” ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე 1994 წლის 14 ნოემბერს ერთი პატარა აფთიაქით გამოჩნდა. დღეს ის აერთიანებს სააფთიაქო ქსელის 229 ობიექტს: 104–ს თბილისში და 125–ს რეგიონებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები