LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავერსის კლინიკა მარნეულში 100-საწოლიან სამედიცინო ცენტრს ხსნის

285

11 მაისს 13:00 სთ-ზე ”ავერსის კლინიკა” მარნეულში მრავალპროფილურ 100 საწოლიან სამედიცინო ცენტრს გახსნის. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ”ავერსის კლინიკის” მარნეულის ფილიალი 10 წელია წარმატებით ფუნქციონირებს ქვემო ქართლის რეგიონში.

”დღემდე ავერსის კლინიკის მარნეულის ფილიალში 63 000-ზე მეტ პაციენტს გაეწია სამედიცინო მომსახურება და 6000-ზე მეტი ახალშობილი დაიბადა. მოსახლეობის მოთხოვნილებიდან გამომდინარე სამედიცინო მომსახურების სფერო გაფართოვდა და 11 მაისს იხსნება მრავალპროფილური 100 საწოლიანი სამედიცინო ცენტრი, რომელიც 5 სართულზეა განთავსებული”, – აღნიშნეს კომპანიაში.

მათივე ცნობით ცენტრში ფუნქციონირებს:
• ER – გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დეპარტამენტი;
• რეანიმაცია;
• მოზრდილთა სტაციონარი;
• ბავშვთა სტაციონარი;
• სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტი;
• კეთილმოწყობილი პალატები 100 საწოლზე;
• ქირურგიული დეპარტამენტი: 3 საოპერაციო დარბაზით;
• ფუნქციურ-დიაგნოსტიკური დეპარტამენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები