LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანეთი ტურისტულ ბაზარზე შემოდის

37

ავღანეთმა ტურიზმის განვითარება გადაწყვიტა. ქვეყნის პრეზიდენტმა ტურიზმის სამინისტროს შექმნის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა და ის დარწმუნებულია, რომ სულ მალე ქვეყნით უცხოელი მოგზაურები დაინტერესდებიან.
გამოცემა „Al Bawaba”-ს ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია თუ რამხელა ბიუჯეტი ექნება ახალ სამინისტროს და რა იქნება მისი მთავარი მოვალეობები, თუმცა ცნობილია, რომ ის მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანა უკვე 40 წელზე მეტია საომარ მდგომარეობაშია. შესაბამისად, ტურიზმი არც თუ უსაფრთხოა და ევროპული ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს ავღანეთის მონახულებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები