LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანეთში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვი საგანგაშოა – გაერო

74

ავღანეთში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი უკიდურესად მაღალ დონეზე რჩება. ინფორმაციას გაერო ავრცელებს.

მათი ცნობით, 2014 წლის შემდეგ, 2018 წლის პირველ ცხრა თვეში სიკვდილიანობამ აქამდე აღრიცხულ რეკორდულ დონეს მიაღწია.  გაეროს ახალი ანგარიშის მიხედვით, რომელიც 10 ოქტომბერს გამოქვეყნდა, 1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში 2798 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 5252 დაიჭრა.

ეს მაჩვენებელი 2017 წლის შესაბამისს პერიოდზე 46 პროცენტით მეტია.

ივლისში ბრიუსელში, ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერები შეიკრიბნენ და შეთანხმდნენ, რომ ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის დაფინანსება 2024 წლამდე გაეხანგრძლივებინათ. ავღანეთში ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ საწვრთნელი მისია 2015 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და მასში ალიანსის წევრ ქვეყნებთან ერთად საქართველოც არის ჩართული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები