LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანეთში, სავაჭრო ობიექტში მომხდარ ქურდობაში 4 ქართველი სამხედროს მონაწილეობა იკვეთება

86

ავღანეთში, ბაზა “ბაგრამზე” არსებულ სავაჭრო ობიექტში ქურდობის ფაქტს ჰქონდა ადგილი, რომელშიც 4 ქართველი სამხედროს მონაწილეობა იკვეთება. წინასწარი ინფორმაციით, ავღანეთში არსებულ სავაჭრო ობიექტს 3 600 აშშ დოლარამდე ოდენობის ზარალი მიადგა. ინციდენტთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსმ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.

“ავღანეთში, საავიაციო ბაზა “ბაგრამზე” არსებულ სავაჭრო ობიექტში ქურდობის ფაქტს, რომელშიც 4 ქართველი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობა იკვეთება, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო პოლიცია იძიებს. ამერიკული მხარის პირველადი ინფორმაციით, სხვადასხვა დროს განხორციელებულ ქურდობაში, ავღანეთში დისლოცირებული საერთაშორისო ძალების სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობა იკვეთება, რომელთა შორის ოთხი ქართველი სამხედრო მოსამსახურეა,” – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც უწყევაში აცხადებენ, ქართული კონტინგენტისთვის ეს ერთეული სამწუხარო შემთხვევაა, რომელსაც სისტემურ ხასიათთან კავშირი არ აქვს. ფაქტი მტკივნეულად იქნა აღქმული, როგორც თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების, ისე ავღანეთში მყოფი ქართული კონტინგენტის ხელმძღვანელობისა და პირადი შემადგენლობის მხრიდან. ცალკეული სამხედრო მოსამსახურეების ქმედება არ შეიძლება გაიგივდეს მთლიანად ქართულ სამშვიდობო კონტინგენტთან, რადგან ქართველი სამხედროების თავგანწირვა და ავტორიტეტი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დამსახურებულად აღიარებული და დაფასებულია.

თვადაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ საქმის მასალების გადმოცემისთანავე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიცია ფაქტობრივ მდგომარეობას დაადგენს და საზოგადოებას მეტ ინფორმაცას მიაწვდის.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკულ მხარესთან. საქმის მასალების გადმოცემისთანავე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიცია ფაქტობრივ მდგომარეობას დაადგენს და საზოგადოებას მეტ ინფორმაცას მიაწვდის. დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისჯებიან. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაინტერესებულია საქმის დეტალების გამოძიებით, დამნაშავეების გამოვლენით და ორიენტირებულია მსგავსი ერთეული ფაქტის პრევენციაზე. ქართული ჯარი არის და იქნება საზოგადოების ღირსეული ნაწილი,” – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები