LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანეთში, უცხოელი სამხედროების კოლონასთან დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

68

ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში უცხოელი სამხედროების კოლონასთან დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ პროვინციის პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოჰამად სალიმ ნურიმ განაცხადა.

ადგილობრივი ტელეარხის, TOLOnews-ის ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა უცხოელი სამხედროების კოლონაზე ავტომობილით თავდასხმა განახორციელა. ტელეარხის ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე რადიკალურმა მოძრაობამ „თალიბანმა“ აიღო.

ამასთან, თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის 3 წევრი დაიღუპა.

„5 აგვისტოს ავღანეთის აღმოსავლეთში ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებთან ერთად პატრულირების დროს თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის 3 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა“, – ნათქვამია განცხადებაში.

აფეთქების შედეგად ასევე დაშავდა მისიის კიდევ ერთი ამერიკელი წევრი და ორი ავღანელი სამხედრო. დაღუპულთა მოქალაქეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები