LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება განიხილება

35

ავღანეთის ფინანსთა მინისტრი კი საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს გაეცნობა. ავღანელი მინისტრის იქლილ ჰაკიმის ვიზიტი 28 და 29 ივნისს შედგება.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ავღანელი სტუმარი შეხვედრას საქართველოს ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართავს. აგრეთვე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წევრებთან და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.
განსახილველ საკითხთა შორისაა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. ავღანეთის ფინანსთა მინისტრი საქართველოს აგრო და სამრეწველო სექტორის შესაძლებლობებსაც გაეცნობა. ასევე ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებს ეწვევა და მათი საქმიანობას შეისწავლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები