LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაბილეთები 29 ევროდან – ბათუმისკენ ფრენას Buta Airways იწყებს

82

დაბალბიუჯეტიანი აზერბაიჯანული ავიაკომპანია Buta Airways-ი ბაქოდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების განხორციელებას იწყებს. როგორც აზერბაიჯანული ვებგვერდები იუწყებიან, ფრენები 2019 წლის 14 ივნისიდან დაიწყება და კვირაში ორჯერ, ყოველ პარასკევსა და კვირას შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ Buta Airways-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ავიაბილეთების რეალიზაცია უკვე მიმდინარეობს და მათი ღირებულება 29 ევროდან იწყება.  

როგორც აზერბაიჯანული პორტალები წერენ, Buta Airways-ისთვის ბათუმი არის რიგით მეორე მიმართულება საქართველოში, ვინაიდან, ავიაკომპანია უკვე ახორციელებს რეგულარულ რეისებს ბაქო-თბილისის საჰაერო ხაზზე.

”ბათუმი ტურისტული თვალსაზრისით საქართველოს რიგით მეორე პოპულარული ქალაქია, თბილისის შემდეგ. ის შავი ზღვის სანაპიროზე, თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ბათუმი ცნობილია თავისი ბულვარით, სადაც სეირნობის დროს თქვენ ნახავთ ქალაქის გასაოცარ ხედებს”, – წერენ აზერბაიჯანული გამოცემები.

ცნობისთვის, Buta Airways წარმოადგენს ავიაკომპანია „აზერბაიჯანის ავიახაზების” (AZAL) სტრუქტურის ქვეშ შექმნილ ავიაკომპანიას, რომელიც დაფუძნებულია დაბალტარიფიან (Low Cost) მოდელზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები