LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკატასტროფა აშშ-ში – ყველა მგზავრი დაიღუპა

47

აშშ-ში, მისისიპის შტატში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა. „ბიბისის“ ინფორმაციით, თვითმფრინავი С-130 შტატის დედაქალაქ ჯექსონიდან 160 კმ-ში, მინდორში ჩამოვარდა.

ბორტზე 16 ადამიანი იმყოფებოდა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ თვითმფრინავი ძირს სპირალურად ეშვებოდა და შავი ბოლი ჰქონდა.

კატასტროფა ადგილობრივი დროით 16 საათზე მოხდა, მიზეზები, ჯერ-ჯერობით, ცნობილი არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები