LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკატასტროფა კუბაზე: 107 ადამიანიდან 3 გადარჩა, მათი მდგომარეობა კრიტიკულია

87

კუბაზე Boieng 737-ის ჩამოვარდნას სულ 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. არიან გადარჩენილებიც. სამი მგზავრი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა კრიტიკულია. კუბაზე ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრებს შორის ხუთი უცხოელი იყო, მათ შორის, ორი არგენტინელი. უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო ეკიპაჟის ექვსი წევრიც. ისინი მექსიკელები იყვნენ. კუბური მედია გარდაცვლილი მგზავრების შესახებ სხვა ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ავრცელებს.

სამგზავრო ლაინერის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი უცნობია. Boeing 737-ი აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა.

თვითმფრინავი, რომელიც კუბამ მექსიკური კომპანიისგან შეისყიდა, 1979 წელს იყო გამოშვებული.ავიაკატასტროფის გამო კუბის ხელისუფლებამ ორდღიანი გლოვა გამოაცხადა. ამასთან, კუბური გამოცემა Granma თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სამგზავრო ლაინერი ელექტროსადენებს დაეჯახა, როცა ის აეროპორტში აპირებდა დაბრუნებას.

აღნიშნული თვითმფრინავი კუბის სახელმწიფო ავიაკომპანია Cubana de Aviación-მ მექსიკური კომპანია Damojh-ისგან იქირავა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავი ჰავანიდან აღმოსავლეთით, ქალაქ ოლგინში მიფრინავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები