LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკატასტროფას ყაზახეთში ორი ადამიანი ემსხვერპლა

59

ყაზახეთში ქალაქ, ალმაატის  მახლობლად, აზემის აეროპორტთან საწვრთნელი ფრენების განმხორციელებელი,  „Tehman 2002“ ტიპის თვითმფრინავი, აეროდრომიდან ორი კილომეტრის დაშორებით, ჩამოვარდა და აფეთქდა.

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Azertac-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ბორტზე პილოტი-ინსტრუქტორი და კურსანტი იმყოფებოდნენ. კატასტროფის დროს თვითმფრინავი სასწავლო-საწვრთნელ დავალებას ასრულებდა.

ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია. საქმეზე გამოძიება დაწყებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები