LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკომპანია YANAIR საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს

35

უკრაინულმა ავიაკომპანია YANAIR-მა ხარკოვი-ბათუმი-ხარკოვის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო. პირველი რეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეს შესრულდა.

ავიარეისები Airbus A321, Boeing B737 და MD83 ტიპის საჰაერო ხომალდებით, მიმდინარე წლის 6 ოქტომბრამდე შემდეგი განრიგით განხორციელდება:

  • 4 ივნისიდან 23 ივნისამდე – კვირაში ერთი სიხშირით (ყოველ ორშაბათს);
  • 23 ივნისიდან 6 ოქტომბრამდე – კვირაში 2 სიხშირით (ყოველ ორშაბათსა და შაბათს).

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული ფრენების შესასრულებლად აუცილებელი ნებართვა პირველ ივნისს მიენიჭა.

ცნობისთვის, უკრაინული YANAIR, საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს.ახალი მიმართულების გარდა, ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს კიევიდან ბათუმისა და თბილისის მიმართულებით და ოდესიდან – ბათუმისა და თბილისის მიმართულებით ასრულებს. მიმდინარე წლის 8 ივნისიდან, YANAIR აგრეთვე დაიწყებს სეზონურ ფრენებს ლვოვი-ბათუმი-ლვოვის მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები