LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკომპანიების შეღავათიანი პირობები ტურნირებზე ან შეკრებებზე გამგზავრებულ სპორტსმენებს

70

საზღვარგარეთ ტურნირებზე ან შეკრებებზე გამგზავრების შემთხვევაში ავიაკომპანიები სპორტსმენებისთვის სპეციალური პირობებით აწესებენ.

დღეს, სასტუმრო „Rooms Hotel Tbilisi”-ში , სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამინისტროსა და საქართველოს ბაზარზე არსებულ ავიაკომპანიებს შორის.

მემორანდუმი მიზნად ისახავს სპეციალური კორპორატიული ფასდაკლების სისტემის ამუშავებას სპორტული ფედერაციებისთვის, რაც საშუალებას მისცემს სპორტსმენებს ისარგებლონ სპეციალური პირობებით და შეამცირონ ტრანსპორტირების ხარჯები საზღვარგარეთ ტურნირებზე ან შეკრებებზე გამგზავრების შემთხვევაში.

მემორანდუმს ხელს მოაწერეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები:

  • Georgian Airways
  • Lufthansa
  • LOT Polish Airlines
  • Ukraine International Airlines
  • Ural Airlines, YanAir, Dneprovia
  • Air Cairo
  • GASA-“GEORGIAN AVIA SERVICE AGENCY “ – Air  Arabia, Pegasus Airlines , Arkia, Israir
  • AirBaltic
  • China Southern Airlines

სამინისტროს ინიციატივას ასევე უერთდებიან კომპანიები, “Turkish Airlines” და “Qatar Airways”, რომლებიც საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდებისა და თანმხლები დელეგაციებისთვის საერთაშორისო ღონისძიებებზე გასამგზავრებლად უზრუნველყოფენ  შეღავათიანი ფრენებს.

მემორანდუმი ძალაში შევა ხელის მოწერის დღიდან და ფედერაციებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ კორპორატიული პირობებით 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

პოპულალურები