LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავლევთან ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები პროვოკაციაა – სუს-ი

115

სოფელ ავლევის განაპირას ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟებას სუს-ი პროვოკაციად აფასებს, რომელიც ვითარების დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის, ირაკლი ბერაიას თქმით, ბანერების დამონტაჟებას 28 ივნისს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრაზე განიხილავენ.

”მიმდინარე წლის 6 ივნისს, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის რაიონის, სოფელ ავლევის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობის მფლობელობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული.
რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აღნიშნული ბანერების არალეგალური მონტაჟი წარმოადგენს მორიგ პროვოკაციულ ქმედებას, რომელიც მიმართულია ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციისკენ და საფრთხეს უქმნის მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

აღნიშნული უკანონო ქმედება 28 ივნისს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრაზე იქნება განხილული”, – განაცხადა ბერაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები