LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალია რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს ახანგრძლივებს

85

ავსტრალიის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

შეგახსენებთ, ავსტრალიის მთავრობამ რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეების და კომპანიების წინააღმდეგ სანქციები 2014 წლის ივნისში შემოიღო, ხოლო სექტემბერში სია გააფართოვა. ბოლო ინფორმაციით, სიაში ამჟამად რუსეთიდან და უკრაინის აღმოსავლეთიდან 156 ფიზიკური პირი და 48 კომპანია შედის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები