LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდება

78

ავსტრალიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდება. ქვეყანაში გამართული რეფერენდუმის მონაწილეთა 61,6%-მა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ავსტრალიის სტატისტიკის ბიურო იუწყება.

რეფერენდუმს სავალდებულო ძალა არ ჰქონია, მაგრამ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მალკოლმ ტერნბულმა, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა, რომ შობის დღესასწაულამდე კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები შევა.

მილიონობით ავსტრალიელმა საკუთარი აზრი დააფიქსირა და ხმათა უდიდესი უმრავლესობით ქორწინების საკითხში თანასწორობას დაუჭირა მხარი. მათ განუცხადესკისამართლიანობას, მეუღლეებს შორის ერთგულებას და სიყვარულს. ახლა დადგა დრო, როდესაც ჩვენ, ავსტრალიის პარლამენტმა, ჩვენი საქმე გავაკეთოთ, – განაცხადა ტერნბულმა.

რეფერენდუმზე ხმის მიცემა ფოსტის საშუალებით მიმდინარეობდა და 8 კვირა გაგრძელდა. რეფერენდუმში მონაწილეობა 12,7 მილიონმა ადამიანმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 79,5%-ს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები