LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალიაში მძღოლმა ფანჯარაზე აკრულ გველთან ერთად იმგზავრა

61

სამსახურში მიმავალმა  ტედ ოგიერმა თანამგზავრი გველი მაშინ შენიშნა, როცა მანქანის გვერდით სარკეში გაიხედა. გველი მძღოლის მხარეს, სარკეზე იყო შემოხვეული და პერიოდულად, ფანჯრის მინას ეკვროდა.

ქვეწარმავალი შავი ფერის და დაახლოებით, ორი მეტრის სიგრძის იყო.

როგორც გაირკვა, ის ავტომობილის ძრავთან იყო დაბუდებული და სინათლეზე გამოსვლა მაშინ მოისურვა, როცა მძღოლი ავტომობილის სალონში იჯდა.

სამსახურში მისულმა ოგიერმა დახმარებისთვის კოლეგას მიმართა. მან კი, ცოცხის მოშველიებით შეძლო, 2-მეტრიანი ქვეწარმავლის ავტომობილიდან მოშორება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები