LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალიაში ტერორისტებისგან დაცვის სტრატეგია შეიმუშავეს

42

ავსტრალიაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს ტერორისტებისგან დაიცავენ. სააგენტო „TACC“-ის ინფორმაციით, ხელისუფლების მიერ შექმნილი კრიტერიუმები გასართობი თუ სავაჭრო ობიექტების მფლობელებს უსაფრთხოების ხარისხის შეფასებაში დაეხმარება.
პრემიერ-მინისტრის აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ფეხით მოსიარულეთა ზონების ბეტონის ბორდიურებით შემოსაზღვრაა და ამ საკითხს სპეციალისტები უახლოეს მომავალში მიხედავენ.
აღსანიშნავია, რომ ავსტრალიაში ანტიტერორისტულ სტრატეგიაზე მუშაობა ნიცას ტერაქტის შემდეგ დაიწყეს, ხოლო სხვა ქალაქებში მომხდარმა შემთხვევებმა კი პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გახადა. ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ 100%-იანი უსაფრთხოების მიღწევა შეუძლებელია, თუმცა სხვადასხვა ობიექტების უკეთ დაცვა მოსახლეობასა თუ ქვეყნის სტუმრებს თავს უფრო დაცულად აგრძნობინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები