LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალიელი დეპუტატი სიტყვის გამოსვლისას ბავშვს ძუძუთი კვებავს

167

მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა ავსტრალიელი დეპუტატი, რომელსაც პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას შვილისთვის ძუძუთი კვება არ შეუწყვეტავს. „ტელეგრაფის“ ინფორმაციით,  ლარისა უოტერსი ფილტვების დაავადებაზე საუბრობდა, რომელიც მაღაროელების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.  სიტყვით გამოსვლის დროს 3 თვის გოგონას, ელაია  ჯოის ძუძუთი კვება არ შეუწყვეტავს.

ელაია ჯოი რეგულარულად ესწრება პარლამენტის სხდომებს და დედას ის ბუნებრივ კვებაზე ჰყავს.

ავსტრალიის პარლამენტმა გასულ წელს ნება დართო დეპუტატ დედებს, შვილები სხდომების დროს ძუძუთი გამოკვებონ. მანამდე, ისინი იძულებულები იყვნენ, დარბაზიდან გასულიყვნენ.

„ვამაყობ, რომ ჩემი შვილი ელაია არის პირველი ბავშვი, ვინც პარლამენტში ძუძუთი იკვებება. ბევრი ქალი და მშობელი გვჭირდება საკანონმდებლო ორგანოში და გვჭირდება უფრო მეგობრული სამუშაო ადგილები, რომელიც იქნება მორგებული ყველაზე, მათ შორის – ბავშვებზეც,“  – დაწერა უოთერსმა „ტვიტერზე“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები