LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრია სპეციალურ ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს

118

სპეციალური ზამთრის ოლიმპიური თამაშების ცერემონია შთამბეჭდავად ჩატარდა.
ავსტრია 105 ქვეყნიდან 2500 სპორტსმენს მასპინძლობს, რომლებიც სპორტის ცხრა სახეობაში ეჯიბრებიან ერთმანეთს.

თამაშები ოფიციალურად სანახაობრივი ცერემონიით გაიხსნა, მაყურებელმა იმედის ჩირაღდანი და ოლიმპიური ფიცის დადება იხილა.

ყველაზე ახალგაზრდა და ასაკოვან მონაწილეს შორის სხვაობა 60 წელია: პატარა 8 წლისაა, უხუცესი სპორტსმენი კი 68 წლის.

სპეციალური ოლიმპიადა შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის უდიდესი საერთაშორისო მოძრაობაა. მისი ინიციატორი აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის კენედის და, იუნის კენედი შრაივერია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები