LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიაში ქართველი მოზარდი 88 წლის ქალის დაყაჩაღების ბრალდებით დააკავეს

43

ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში საქართველოს მოქალაქე 88 წლის ქალის დაყაჩაღების ბრალდებით დააკავეს. ავსტრიული მედიის ინფორმაციით, საქართველოს 16 წლის მოქალაქე თავს დაესხა 88 წლის ქალს, ხელიდან ჩანთა და საფულე გასტაცა და მიიმალა.

ძებნის შედეგად პოლიციამ ქართველი მოზარდი და მისი სირიელი თანამზრახველი დააკავა. დაზარალებულმა ორივე ეჭვმიტანილი ამოიცნო.

ბრალდებულები პუხ-ურშტაინის ციხეში არიან გადაყვანილები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები