LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

104

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში სახლების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა შენიშნეს სამი მამაკაცი, რომლებიც საეჭვოდ იქცეოდნენ – ყურადღებით აკვირდებოდნენ სახლების კარებსა და ფანჯრებს და ირგვლივ არსებულ სიტუაციას სწავლობდნენ.

პოლიციელებმა მათზე დაკვირვება გააგრძელეს და ერთ-ერთ ქუჩაზე სახლის გაქურდვის შემდეგ, რამდენიმე წუთში სამივე მამაკაცი დააკავეს.

„ეჭვმიტანილებმა გაქცევა სცადეს, თუმცა ჩვენმა თანამშრომლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა, ჰარალდ სოროსმა.

ამჟამად საქართველოს სამივე მოქალაქე პატიმრობაში რჩება, პოლიცია სხვა საქმეებთან მათ კავშირს სწავლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები